ტელეშოუში არგენტინელ მოდელთან ცეკვა ორგიაში გადაიზარდა (ვიდეო)
მოდელი სინტია ფერნანდესი და მისი მეწყვილე მარსელო ტინელი ერთ-ერთ ტელეშოუში გამოსვლისას ისე გაერთნენ, რომ ისიც კი დაავიწყდათ, სად იმყოფებოდნენ. მათმა ცეკვამ ყველა გააოგნა - შოუს პრუდსერებისა და წამყვანის, ასევე პავილიონში მყოფი მაყურებლების ცათვლით. განსაკუთრებით შეწუხდნენ მოდელის მშობლები, რომლებიც თავაშვებულ ორგიაში გადაზრდილ თავიანთი ქალიშვილის ცეკვას პირველი რიგიდან ადევნებდნენ თვალს. ცეკვის ბოლოს წყვილი თითქმის მთლიანად გაშიშვლდა და მუსიკის დასრულების შემდეგაც არ ტოვებდნენ სპეციალურად ამ ნომრისთვის დადგმულ „სარეცელს“. არგენტინულმა მედიამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელევიზიო შოუს „გარყვნილებისა და აღვირახსნილობის დემონსტრირების“ გამო ლიცენზიის ჩამორთმევა ემუქრება. ცეკვის ბოლოს, კადრებში კარგად ისმის მაყურებლის რეაქცია და ჩანს შეშფოთებული წამყვანი, რომელიც მაყურებელთა დაშოშმინებას ცდილობს, მაშინ როცა მის ზურგსუკან ნამდვილი ორგია გადამწყვეტ ფაზაშია შესული...
კომენტარი