სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

სინოპტიკოსები 16 თებერვალს ქუთაისში ნალექიან და ქარიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +6 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთში იწვიმებს. დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +6 გრადუსს და ნალექს პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ნალექიანი დღე და +6 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მოთოვს, დღისით ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ჭიათურაში +5 გრადუსი და წვიმა იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +12 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მოთოვს, +8 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი. 0 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 გრადუსი იქნება, ღამე კი -8 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს. დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმაა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. +11 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.

რუსთავში ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში მცირე ნალექია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100