სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამაკაცი, რომელსაც მეტროსადგურ „დიდუბეში“ მატარებელი დაეჯახა, გარდაიცვალა - სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

მამაკაცი, რომელიც მეტროსადგურდიდუბეშილიანდაგებში ჩავარდა, ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ- ამის შესახებ დრნი.ჯი-ს სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს.

თვითმხილველების თქმით კი, მას შემდეგ, რაც მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა, სამართალდამცავებს დახმარების თხოვნით მიმართეს, რომლებმაც თავის მხრივ საქმის კურსში შესაბამისი სამსახურები ჩააყენეს, თუმცა მატარებლის დროულად გაჩერება ვერ მოხერხდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „დიდუბეში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„თბილისის მეტროს დიდუბე-გოცირიძის მეორე ხაზის გადასარბენ მონაკვეთზე (სადაც მგზავრთა გადაადგილება აკრძალულია) მატარებლის შეჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე, 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც დადგინდა, მამაკაცი ლიანდაგებზე მოძრაობდა. მემანქანის მიერ დროული რეაგირებისა და დამუხრუჭების მიუხედავად, შეჯახების არიდება ვერ მოხერხდა.
გარდაცვალების ფაქტი დადგენილია სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟის მიერ. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

უბედური შემთხვევის გამო შეფერხებულია თბილისის მეტროს პირველი ხაზის მოძრაობა. ამ მომენტისათვის მატარებელი გადაადგილდება სადგურის მოედანი - ვარკეთილის მიმართულებით, ხოლო საბურთალოს ხაზი მუშაობს შეუფერხებლად. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგება“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100