სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში დამლაგებელმა ბანკი ორიგინალურად გაძარცვა

რუსეთის ქალაქ ნოვორასისკში დამლაგებელმა ბანკი გაძარცვა. როგორც ცნობილია ქალმა სათვალთვალო კამერა იატაკის საწმენდი ჯოხით დააზიანა და ნაგვის ტომრით შენობიდან ფული გამოიტანა.

რუსეთის შსს-ს კრასნოდარის საგამოძიებო ორგანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დამლაგებელმა, რომელიც ბანკს ყოველდღიურად ალაგებდა, შენიშნა, რომ 50-5000 რუბლიანი კუპიურები ღია სეიფში ინახებოდა, რადგან მათ ყოველდღიურად გადასახურდავებლად იყენებდნენ, რის შემდეგაც მათი მოპარვის იდეა გაუჩნდა.

ბანკის თანამშრომლებმა ფულის გაქრობა მალევე შენიშნეს და პოლიციას მიმართეს. ქურდობის ამსახველი ვიდეო მართალია არ არსებობდა, მაგრამ დაუზიანებელი კამერების ჩანაწერების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ფულის გაქრობის მომენტში ბანკში მხოლოდ დამლაგებელი იმყოფებოდა.

დამნაშავე უკვე დააკავეს, დამლაგებელმა ქურდობა აღიარა. მედიისთვის უცნობია თუ რა თანხაა მოპარული, თუმცა დამლაგებელმა განმარტა, რომ ფული კრედიტის დასაფარად სჭირდებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100