სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფიზიკური დაპირისპირება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

ხმაური თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში- ფიზიკური დაპირისპირება "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვა და თვითმმართველობის შენობასთან პიკეტირების მოხსნა სცადეს.

ამის საშუალება შეკრებილებმა პოლიციას არ მისცეს. დაზიანებულია შენობის გარე ფასადი, ჩამსხვრეულია მინები და სხეულის მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული რამდენიმე ადამიანს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან თვენახევრის წინ შეწყვეტილი გამოსვლები დღეს დილით განახლდა. "ქართული ოცნების" აქტრივისტები გამგებლად და საკრებულოს თავმჯდომარედ საკუთარი კანოდიდატურის დანიშვნას მოითხოვენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100