უზენაესმა სასამართლომ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დღეს, 2 მარტს “რუსთავი 2ი”-ს 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.
გადაწყვეტილებაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, წერია:
1. ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს”, ნინო ნიჟარაძის, შპს “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ქიბარ ხალვაშისა და შპს “პანორამაის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. გაუქმდეს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 28%-ის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს” 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის 60% წილის მესაკურედ ცნობილი იქნეს ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს “პანორამა”;
5. უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მთითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინენები;
6. მოპასუხეებს შპს “ტელეკომპანია საქართველოს”, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს ქიბარ ხალვაშისა და შპს “პანორამას” სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ამ გადაწყვეტილებას ხელს უზენაესი სასამართლოს ცხრავე მოსამართლე აწერს.
კომენტარი