მამაკაცს გული მას შემდეგ წაუვიდა, რაც ცოლი პორნო ფილმში ამოიცნო
ქალაქ დაჰალიას მკვიდრ რამადანს ინტერნეტ კაფეში გული წაუვიდა. როგორც თავად აცხადებს, ცხოვრებაში პირველად უყურა პორნო ფილმს. მამაკაცმა გონება სიბრაზისაგან დაკარგა – ფილმის მთავარ როლს მისი ცოლი ასრულებდა.
გონს მოსული რამადანი სახლში გაიქცა და ცოლს დაკითხვა მოუწყო. „მსახიობმა“ თავდაპირველად ყველაფრის უარყოფა სცადა, მაგრამ მოგვიანებით აღიარა.
ქალი მეუღლეს გამოუტყდა, რომ მიუხედავად 16 წლიანი თანაცხოვრებისა და ოთხი საერთო შვილისა, არასდროს ყვარებია.
როგორც რამადანის ცოლმა აღიარა, სულ 11 პორნო ფილმში მიიღო მონაწილეობა. პარტნიორობას კი მუდამ ერთი და იგივე მამაკაცი უწევდა, რომელიც გათხოვებამდეც უყვარდა.
„ყველაფერში გამოტყდა. ამბობს, რომ არასდროს ვყვარებივარ და მუდამ ფილმის პარტნიორი უყვარდა, რომელიც ჩემზე ბევრად უმცროსია“ – ამბობს რამადანი.
კომენტარი