სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მიხეილ სააკაშვილმა იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში, საკუთარი ნებით დათანხმდა" - ნინო ლომჯარიამ გლდანის ციხე დატოვა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდა. როგორც მას მიხეილ სააკაშვილმა უთხრა, მესამე პრეზიდენტმა არ იცოდა, რომ ის გლდანის ციხეში გადაჰყავდა, ვინაიდან მას უთხრეს, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ.

ნინო ლომჯარია ასევე ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იმყოფებოდა, თუმცა იქ ვერ ნახა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს აცნობენ, რომ ის გლდანის ციხეში გადაჰყავდათ.

"მისი განცხადებით, მას უთხრეს, რომ შედგა კონსილიუმი და კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ ის უნდა გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში, მისი განცხადებით, მან იცოდა, რომ ის უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო კლინიკაში, შესაბამისად, საკუთარი ნებით, დათანხმდა აღნიშნულს",-თქვა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100