ვაქცინირებულები ბლუთუზს იჭერენ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ – მამა ანტონი
სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, სადაც დეკანოზი ანტონ კიკნაველიძე დახურულ ჯგუფში წერს, რომ კორონავირუსის ვაქცინით ვაქცინირებული პირები ბლუთუზს იჭერენ.
დეკანოზი „ტაბულასთან“ ადასტურებს, რომ პოსტი მართლად მას ეკუთვნოდა.
„ეს დაფიქსირებულია ნამდვილად, თქვენც შეგიძლიათ, შეამოწმოთ, ეს საიმედო და ნამდვილი ინფორმაციაა, რომ ბლუთუზს იჭერს ვაქცინირებული ადამიანი“, – ამბობს დეკანოზი ანტონ კიკნაველიძე.
კომენტარი