სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტიქია ლენტეხში - სამი სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია

ლენტეხის რაიონის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია. სტიქიის შედეგად მდინარე ჩოლშურა ადიდდა და სოფელ დვრიშში, ტვიბსა და ესიერთან დამაკავშირებელი გზა ჩახერგა.

ლენტეხის გამგებლის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სოფლებთან დამაკავშირებელი გზა მთლიანად წაღებულია, ამ წუთებში კი სპეციალური ტექნიკის დახმარებით ხიდის გადარჩენას ცდილობენ.
ბადრი ლიპარტელიანი ამბობს, რომ სოფლებთან დამაკავშირებელი გზის აღდგენას დაახლოებით ორი დღე დასჭირდება. ადგილზე მუნიციპალიტეტის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100