ეკა ბესელიამ "ქართული ოცნება" დატოვა
"მივდივარ იქ სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა,"-ეს განცხადება ეკა ბესელიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა და მმართველი გუნდი ოფიციალურად დატოვა. ეკა ბესელია გადაწყვეტილების მიზეზებზე ამ წუთებში ბრიფინგზე საუბრობს.
„ცხადია, ძალიან რთულია ვთქვა დღეს, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია, ვთქვა, მივდივარ სწორედ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაჰყვება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის, მოქალაქისთვის, თითოეული პიროვნებისთვის ყველაზე ღირებული რა, სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა,“ - განაცხადა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის რიგები უკვე დატოვა ლევან გოგიჩაიშვილმა.
კომენტარი