ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ
2013 წლის საქართველოს
პრეზიდენტის არჩევნების
საბოლოო შედეგები
შეაჯამა. ცესკოს
თავმჯდომარემ და
კომისიის მდივანმა
შემაჯამებელ ოქმს
დღეს გამართულ
სხდომაზე მოაწერეს
ხელი. საბოლოო
შედეგების მიხედვით,
გიორგი მარგველაშვილმა
ხმების 62,12% მოიპოვა,
დავით ბაქრაძემ
- 21,72%, ნინო ბურჯანაძემ
- 10,29%.
როგორც ცესკოს
სპიკერმა ეკა ზარაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში 1
660 976 ამომრჩეველმა
მიიღო მონაწილეობა. საარჩევნო პროცესს 60 ადგილობრივი და 65 საერთაშორისო ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტიების და საპრეზიდენტო კანდიდატების 46
309 წარმომადგენელი
და 152 მედიაორგანიზაცია
აკვირდებოდა.
ეკა აზარაშვილის თქმით, ცესკო-ს საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ვადა 16 ნოემბრის ჩათვლით ჰქონდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არ გასაჩივრებულა არც ერთი საარჩევნო ოქმი და არც ერთი საარჩევნო დავა სასამართლოში არ მიმდინარეობს, ცესკომ გადაწვიტა საბოლოო შედეგები ოთხი დღით ადრე დაეფიქსირებინა.
კომენტარი