სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფინანსთა მინისტრმა პანდემიიდან გამოსავალი ვერ იპოვა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ის მატარებლის რელსებზე გარდაცვლილი იპოვეს

ჰესენის (გერმანიის ერთ-ერთი ფედერაციული მიწის) ფინანსთა მინისტრმა სიცოცხლე სუიციდით დაამთავრა...მატარებლის რელსებზე იპოვეს.

თომას შეფერმა წერილიც დატოვა, სადაც წერს, რომ სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავს ამ კრიზისის დროს. მისი კოლეგებიც ვარაუდობენ, რომ, რადგან ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა, სავარაუდოდ მან წნეხს ვერ გაუძლო და თავი ამიტომ მოიკლა.
”ამ ამბებმა დაარწმუნა მე და ყველა, თუ როგორი მოუმზადებლები და უძლურები აღმოვჩნდით ამ თავს დამტყდარი პანდემიის წინაშე. შოკირებულები და სევდიანები ვართ თომასის გამო" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გუშინ საღამოს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100