სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა გაუარესდა - გადაიყვანენ თუ არა „ნაციონალების“ გენმდივანს საავადმყოფოში?

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს. გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით ვანო მერაბიშვილს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ადვოკატი სასჯელაღსრულების სამინისტროს თხოვნით მიმართავს, რომ მერაბიშვილთან სამოქალაქო საავადმყოფოს ექიმების შეყვანა მოხდეს ან ახლობლებს მიეცეთ მერაბიშვილის სამოქალქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის უფლება. "ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი დაკვირვებას აწარმოებს და ატარებს გამოკველევებს. ვთხოვთ სასჯელაღსრულების სამინისტროს, მოხდეს მერაბიშვილთან სამედიცინო სექტორის ექიმების შეყვანა და თუ ეს ვერ მოხერხდება, მოგეცეს შესაძლებლობა, რომ იგი სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადავიყვანოთ სამკურნალოდ", _ განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100