სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას შემაშფოთებელს უწოდებს

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას შემაშფოთებელს უწოდებს. მისი თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური ძალადობა დაუშვებელია.
ელჩი კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ხელისუფლება გუშინ მომხდარი მოვლენების სრულ გამოძიებას აპირებს.

„ასეთი სახის ძალადობა აუცილებლად უნდა შეწყდეს. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ მოვლენებს ადგილი არა აქვს, განსაკუთრებით არჩევნების წელს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

კორცხელის #53-ე უბანზე ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები.

შეტაკების შედეგად დაშავდა ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100