ქალი და მამაკაცი
კაცს შეუძლია მხოლოდ ერთი ქალისთვის გაყიდოს ყველაფერი და იყიდოს მილიონი ვარდი, თუნდაც იცოდეს, რომ ქალი არასოდეს შეიყვარებს. ის კი მაინც ამ სიყვარულის ერთგული დარჩება და ხელს მოაწერს სიცოცხლის ბოლომდე მარტოობაზე. ქალისთვის კი მთავარია ბედნიერება აგრძნობინონ და არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ვინ გააკეთებს ამას. მისთვის მთავარია კარგად გაერთოს, იხალისოს, იკისკისოს.. ვინც ამას უკეთ მოახერხებს, სწორედ ის მოიპოვებს ამ ქალის ანთებულ თვალებს ჯილდოდ. ქალს ყოველთვის წარმოდგენილი ჰყავს თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი, თუმცა არასოდეს ფიქრობს ამ პრინცის სახესა და თვალებზე, რადგან მისთვის ეს სულაც არ არის მთავარი.
განშორების შემდეგ, ქალი ერთი ან ორი კვირა გამუდმებით ტირის და დარდობს, ჰგონია რომ სიცოცხლე აღარ შეუძლია, უფრო სწორედ, კაცს აჩვენებს ასე, რომ სიცოცხლე აღარ შეუძლია, ხოლო მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ კაცისთვის ეს უკვე სულ ერთია, ისევ მიუჯდება სარკეს და დაიწყებს თვალების ღებას.
მამაკაცი კი არასოდეს ივიწყებს ამ განშორებას, შეიძლება საწყის ეტაპზე ქალზე ბევრად მხნედ გამოიყურებოდეს და ინერციულად მიჰყვებოდეს თავისი ცხოვრების დინებას, მაგრამ რაც დრო გადის, მეტად ღრმად ფიქრობს წარსულზე და ვერ ახერხებს მის დავიწყებას.
ქალი იმ ჩვეულებასაც კი უზიარებს ახალ პარტნიორს, რომელიც წინა პარტნიორთან ჩამოუყალიბდა და რომლითაც ისინი სხვებისაგან გამოირჩეოდნენ, ჰქონდათ რაღაც, რაც მხოლოდ მათ ჰქონდათ და სხვას არავის დედამიწის ზურგზე. კაცისთვის კი, ეს ჩვეულება ახალ ურთიერთობაზე ბევრად ძვირფასია, რის გამოც, არასოდეს შეურაცხყოფს მას გაცვეთითა და სხვებთან გაზიარებით.
მამაკაცის ღალატად შეიძლება ჩაითვალოს წუთიერი სისუსტის გამო მისი ხორციელი კავშირი სხვა ქალთან, რომელიც მართლაც რომ წუთიერია და დასრულებისთანავე ეძლევა დავიწყებას. ხოლო ქალმა შეიძლება არ უღალატოს მამაკაცს ხორციელად, მაგრამ გააღმერთოს სხვა მამაკაცი გონებით, დასახოს იდეალად, მასთან თავს ბედნიერად გრძნობდეს, იმაზე ბედნიერად ვიდრე თავის პარტნირთანაა, გამუდმებით მასზე ფიქრობდეს, მაგრამ ხორციელ ტრფობას არ ეძლეოდეს.
(ქართველი ბლოგერი)
კომენტარი