სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის- ზელენსკის სამძიმრის წერილი

ქედს ვიხრი გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის წინაშე - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ცნობილი ქართველი მომღერლის, ვახტანგ კიკაბიძის, გარდაცვალებასთან დაკავშირებით თბილისში სამძიმრის წერილი გამოაგზავნა, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ, წაიკითხა.

ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, მეგობრებს და თაყვანისმცემლებს!

ამ მწუხარების ჟამს გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო, ამ დიდი ხელოვანისა და დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო, ლეგენდა, რომელიც ყველასთვის მისაბაძი მაგალითი იყო.

უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის!

ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში შევა, როგორც დიდ ქართველის, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში, ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და არასდროს დავივიწყებთ!

გლოვის ნიშნად ქედს ვხრი სულის უნიკალური სილამაზისა და გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის ყველა თაყვანისმცემელთან ერთად.

ვახტანგ კიკაბიძის ნათელი ხსოვნა ყველა უკრაინელის გულში სამუდამოდ დარჩება - ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100