Apple-ის კაპიტალი 500 მილიარდ დოლარამდე შემცირდა
17 მაისს, კომპანია Apple-ის კაპიტალი 500 მილიარდ დოლარს ჩამოცდა. დღეს Nasdaq–ზე iPhone–ს 495,7 მილიარდ დოლარად აფასებენ, რაც 2,92 პროცენტით ნაკლებია გუშინდელზე. მაისის დასაწყისში Apple–ის აქციები ჯერ ცხრა პროცენტით, შემდეგ კი 13–ით დაეცა.
მიუხედავად ფასების დაცემისა, Apple მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსს ინარჩუნებს.
ექსპერტები კაპიტალის მკვეთრ შემცირებას საბერძნეთში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისის უკავშირებენ.
კომენტარი