"ტელევიზიაში უკვე მოაქვთ მათთვის საჩუქრები, ხვალ ან ზეგ ჩავუტანთ, ველოსიპედები უკვე ადგილზეა, ფუშფუშა კაბებიც"
საზოგადეოებრივ მაუწყებელზე გასული სიუჟეტის შემდეგ, ჟურნალისტ ნინუცა კახნიაურს უამრავი წერილი მიუვიდა ინბოქსში. უსაყვარლესი ბავშვების, ნუცასა და ბექას ოცნებების ასრულება ძალიან ბევრ ადამიანს მოუნდა. აი,რას წერს სიუჟეტის ავტორი:
"ეს ის შემთხვევაა, როცა არ ვიცი რა დავწერო... ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. ამდენი წერილი ინბოქსში დიდი ხანია არ მიმიღია. მწერს ყველა , უნდათ ბავშვებს ოცნებები აუსრულონ. ტელევიზიაში უკვე მოაქვთ მათთვის საჩუქრები. ვისაც სურვილი გაქვთ,ჩემი ბუთქუნა ბავშვები გაახაროთ, შეგიძლიათ დამირეკოთ, ხვალ ან ზეგ ჩავუტანთ საჩუქრებს, რომელსაც მოუთმენლად ელოდებიან. ველოსიპედები უკვე ადგილზეა, ფუშფუშა კაბებიც" - წერს ნინუცა კახნიაური.
კომენტარი