ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ასრებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა რა დროსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომელს დენმა დაარტყა და ადგილზე დაიღუპა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარი