Shell-ი გლობალური კვლევითი კომპანია Kline & Company-ს მიერ საცხებ-საპოხი მასალების ნომერ პირველ მომწოდებლად დასახელდა
გლობალური საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია Kline & Company-ს 2020 წლის კვლევის შედეგად, საცხებ-საპოხი მასალების მომწოდებელთა შორის Shell-ი ნომერ პირველ მომწოდებლად დაასახელა. კომპანია Shell-ი 14 წელია ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს, როგორც საცხებ-საპოხი მასალების მთავარი მომწოდებელი კომერციული და მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის.
„14
წელი უწყვეტად ლიდერის სტატუსის შენარჩუნება, ნათლად წარმოაჩენს Shell-ის უპირობო ერთგულებას
მომხმარებლის მიმართ და პროდუქტების პორტფოლიოს უმაღლეს ხარისხს. ისევე როგორც ჩვენს
მომხმარებლებს, ჩვენც გვჭირდება ცვლილებები პასუხად იმ გამოწვევებისა, რომელიც
Covid 19-მა დაგვიწესა. Shell-ი შეუფერხებლად განაგრძობს პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მიწოდებას
ბაზრისთვის, რაც სასიცოცხლო როლს ასრულებს მსოფლიო ინდუსტრიის ეფექტურად ოპერირებაში“-
განაცხადა Shell Global-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა კარლოს მაურერმა.
კომპანია
მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. Shell-ის საცხებ-საპოხი მასალები აერთიანებს
თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს და პრემიუმ ხარისხს, რაც წარმოადგენს საუკეთესო
არჩევანს თქვენი ავტომობილისთვის. Shell-ის საცხებ-საპოხი მასალები გამოირჩევა განსაკუთრებული
მწმენდავი თვისებებით. აქტიური
მწმენდავი ტექნოლოგიების (Active Cleansing Technologies) დახმარებით, ის ასუფთავებს
და დიდი ხნის განმავლობაში იცავს ძრავს დაზიანებებისგან.
Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების პორტფელი მოიცავს ისეთ
პროდუქტებს, როგორებიცაა: Shell Helix, Shell Rimula, Shell Rotella T, Shell
Tellus და სხვ. Shell-ი ოფიციალურად რეკომენდირებულია მერსედესის, მაზდას, ჰონდას,
კიას, ფიატის, მიცუბიშის, ჰიუნდაის, რენოს და სხვა ლიდერი ავტო მწარმოებლების მიერ,
Shell-ი ასევე Ferrari-ს უცვლელი პარტნიორია. „თეგეტა მოტორსი“ Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების ექსკლუზიური დილერია
საქართველოში.
კომენტარი