სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთავი 2 ბოდიშს იხდის

ტელეკომპანია რუსთავი 2 სპეციალურ განცხადებას ავრცელესბ, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

ტელეკომპანია რუსთავი 2 12:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ეს არ იყო ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ვიდეო მასალა.

`ეს კადრები რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ დღეს პროკურატურასთან მყოფ ყველა ტელეკომპანიის ჟურნალისტებს გადასცა. დაუმონტაჟებელი მასალა ჩვენ `კურიერის` გამოშვების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიღეთ და ფაქტობრივად, პირდაპირი ეთერის რეჟიმში მოგვიხდა მისი ჩვენება, თუმცა ჩვენ შეგნებულად, ირაკლი ფირცხლავას მიერ გავრცელებული მასალის მხოლოდ ფრაგმენტი ვაჩვენეთ, სადაც განსაკუთრებულად მძიმე კადრები დაფარული იყო.

მასალის გავრცელებამდე ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, თუმცა კიდევ ერთხელ გვსურს საზოგადოებას, განსაკუთრებით, ამირან რობაქიძის ოჯახს და მის ახლობლებს ბოდიში მოვუხადოთ ამ მძიმე კადრებისათვის. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გადაწყვეტილება ვიდეომასალის ეთერში გაშვების შესახებ, ამ კონკრეტული საქმისადმი საზოგადოების განსაკუთრებულად მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მივიღეთ,` ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100