ასპინძაში 34 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა
ასპინძის, სოფელ ოშორაში, კაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
შემთხვევა დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. ადგილობრივების ცნობით, 34 წლის კაცი მეზობელს შედუღების სამუშაოში ეხმარებოდა, რა დროსაც დენმა დაარტყა.
გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
კომენტარი