სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეგვიპტელმა ახალგაზრდამ თვითმფრინავის კარის გაღება და ღმერთთან გასაუბრება გადაწყვიტა

იმ თვითმფრინავის მგზავრმა, რომელიც რეისს შარმ-ელ-შეიხიდან ეგვიპტის დედაქალაქ ქაროში ასრულებდა, ფრენის დროს თვითმფრინავის კარის გაღება და ღმერთთან გასაუბრება გადაწყვიტა, ჩათვალა რა, რომ 8.000 მეტრის სიმაღლეზე ეს უფრო „პრაქტიკული და მოხერხებული“ იქნებოდა.

ინტერნეტპორტალ „ალ-აჰრამის“ ცნობით, ამ დროს თვითმფრინავის ბორტზე 114 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.

ეგვიპტის მოქალაქეს, აბდალ სეიდ ახმედს განზრახვის შესრულებაში ხელი მგზავრებმა და საჰაერო ტრანსპორტში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა შეუშალეს, რომლებმაც უცნაური სურვილის მქონე მგზავრი გაკოჭეს და დაშვების შემდეგ პოლიციას გადასცეს.

დაკითხვის დროს აბდალ სეიდმა განაცხადა, რომ ის კომერციული კოლეჯის კურსდამთავრებულია, აშშ-ში ცხოვრობდა და ერთი კვირის წინ კარგი სამსახური დაკარგა, რის შემდეგაც იძულებული გახდა მშობლიურ დასახლებაში, ეგვიპტეში დაბრუნებულიყო. მისი თქმით, ფრენის დროს, როცა მომხდარი გაანალიზა, მას ნერვული შეტევა დაეწყო და გადაწყვიტა, ღმერთისთვის სწორედ ამ გზით ეთხოვა განმარტება, თუ რისთვის ისჯებოდა...

პოლიციამ დაკავებული ფსიქოექსპერტიზაზე გაგზავნა და პასუხის შემდეგ სასამართლო იმსჯელებს, რა სასჯელს მიაკუთვნებენ მოქალაქეს, რომელმაც ფრენის უსაფრთხოების წესები დაარღვია და საფრთხეში ჩააგდო უამრავი ადამიანის სიცოცხლე...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100