სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორი საქართველო (ვიდეო)

ეს 1992 წლის საქართველოა, ჩაბნელებული, დამშეული და განგსტერული საქართველო.

მე-20 საუკუნის 90-იანი წლები, მკვლელობები და ქალაქის ცენტრში შეიარაღებული შეტაკებები საქართველოს ყოველდღიური რეალობაა. ქვეყანას კრიმინალური ძალები და კორუმპირებული ჩინოვნიკები მართავენ.

სახელმწიფო უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, ხალხი პურს, წყალსა და სინათლეს ითხოვს,

ქვეყნის მეთაური სიტუაციის გაკონტროლებას უცნაური ფორმით ცდილობს. შევარდნაძე გაუბედურებულ ხალხს უყვირის...

ქვეყანას მდიდარი პოლიტიკური წარსულის მქონე, ყოფილი კანონიერი ქურდი, დემოკრატიის სახელით მართავს. მართვის შედეგი სავალალოა. შევარდნაძის შეიარაღებული ფორმირებები მშვიდობიან მომიტინგეებს ავტომატის ჯერით ცხრილავენ...

სამოქალაქო ომის შემდეგ საქართველო კიდევ ბევრ გამოცდას უძლებს: შეტაკებები, სამხედრო ამბოხებები, ტერაქტები, პოლიტიკური კრიზისები და ომები ქვეყნის განვითარების თანმდევი პროცესებია.

პრივილეგიებისა და ძალაუფლებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა... მე-20 საუკუნის ბოლოს ჩაბნელებულ საქართველოში კლანები ერთმანეთს, უბრალო ადამიანები კი შიმშილს ებრძვიან...

ესეც საქართველოა, კრიმინალური ავტორიტეტების, კორუფციის, დანგრეული შენობების, კორუმპირებული ჩინოვნიკებისა ჩაბნელებული ქუჩების გარეშე.

ეს გატარებული რეფორმების შედეგია....

ეს კი პარალელები, რომელიც შეიძლება წარსულსა და აწმყოს შორის გაავლო…

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100