"ის მაინც გაგერკვიათ, ვიცნობ თუ არა საერთოდ თემურ ალასანიას" - ნიკა გვარამია ფარული ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უკრაინული საიტის მიერ მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას ფარული ჩანაწერის გავრცელებას ფეიბუქ პოსტით ეხმაურება:
"მონტაჟს+სხვადასხვა (უკვე გამოქვეყნებული საუბრების) კომპილაცია+სინთეზური ხმა (რასაც ვამბობდი) = სუსის საცოდაობას და ქართული ოცნების ფარჩაკობას.
ვაი თქვენ პატრონს, ის მაინც გაგერკვიათ, ვიცნობ თუ არა საერთოდ თემურ ალასანიას ან მე ან ეკა კვესიტაძე" - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ სავარაუდო ფარული ჩანაწერი დღეს უკრაინული საიტის მეშვეობით გავრცელდა.
კომენტარი