სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგირდის აბანოებთან გამართულ აქციაზე კრწანისის გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ

გოგირდის აბანოებთან დღეს გამართულ აქციაზე კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის ბიუროს ხელმძღვანელი თემურ გორგაძე მივიდა და შპს ნარიყალას ხელმძღვანელობას დახმარებას დაჰპირდა.

„პირWელთან“ საუბრისას თემურ გორგაძემ განაცხადა, რომ ისინი პროცესებში ჩაერთვებიან და გოგირდის აბანოების ხელმძღვანელობას შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას გაუწევენ.

„მოვედით იმისთვის, რომ გავერკვეთ, რა პრობლემა აწუხებთ ამ ადამიანებს. დადავეხმაროთ შესაძლებლობების ფარგლებში. მათ კერძო კომპანია „GWP“-სთან აქვთ პრობლემა და შეიძლება, რაღაც საკითხში დახმარების აღმოჩენა შევძლოთ. პროცესებში ჩაერთვება ხელისუფლება, მაჟორიტარი და იქნებ, პრობლემა გადავჭრათ“, - განაცხადა თემურ გორგაძემ.

კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლები და შპს ნარიყალას ხელმძღვანელობა შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ პროტესტის ნიშნად, გოგირდის აბანოები დღეს დაიხურა. თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100