ეთერ კაკულიამ პატრიარქისგან მისი საგალობლის "დავიღალე"- შესრულების კურთხევა მიიღო
მომღერალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისისა და ბიჭვინთის მთავარეპისკოპოსს, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს გუშინ საღამოს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა.
მომღერალმა პატრიარქისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა. მანვე ასევე ითხოვა კურთხევა შეასრულოს პატრიარქის მიერ დაწერილი საგალობელი "დავიღალე, ჩემთან მოდი უფალო".
მომღერალთან ერთად შეხვედრას სასულიერო პირები და რამდენიმე ქალბატონიც დაესწრნენ.
კომენტარი