სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის სავარაუდო თარიღი დასახელდა

ევროკავშირის მედიკამენტების სააგენტოს ინფორმაციით, „ოპტიმისტური“ სცენარის შემთხვევაში, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ერთ წელიწადში იარსებებს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სააგენტოს ხელმძღვანელის, მარკო კავალერის განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს. მისივე განმარტებით, საჭიროა უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნა.

ევროკავშირის მედიკამენტების სააგენტოს პრეროგატივაა ევროკავშირის ქვეყნებში ახალი მედიკამენტების დამტკიცება.

მსოფლიოში კოვიდინფიცირების 4 227 400-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 512 700-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა, 285 300-მდე ადამიანი კი დაიღუპა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100