სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ომბუდსმენის წარმომადგენლები საპატიმროში მაგდა პაპიძესთან შევიდნენ

ომბუდსმენის წარმომადგენლები შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძესთან საპატიმროში შევიდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის პრესსამსახურში განუცხადეს, ომბუდსმენის წარმომადგენლების საპატიმროში შესვლა უკავშირდება ბრალდებულის გუშინდელ განცხადებას, რომ მასზე დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს. ბრალდებულის განცხადების საფუძველზე გამოძიება უკვე დაიწყო პროკურატურამ. მაგდა პაპიძისთვის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ სხდომაზე, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურას დაავალა, რეაგირება მოახდინოს ბრალდებულის განცხადებაზე. "პოლიციაში მთელი ღამე და დღისით მცემეს. გამხადეს ტანსაცმელი და ძალადობას შეეცადნენ. ვინმე ნოკა რომ არ ყოფილიყო, პოლიციის თანამშრომლები სასტიკად მაწამებდნენ. მცემდნენ სახეში და თავში, ასევე თირკმელებში. მე ამ პირებს ამოვიცნობ, თუმცა სახელი და გვარები არ ვიცი", - განაცხადა მაგდა პაპიძემ სასამართლო სხდომაზე.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100