სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სამინისტრომ პოლიციელის დაჭრა მხოლოდ გუნავას მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გაახმაურა"

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავასთან ერთად, ზუგდიდის საავადმყოფო "რესპუბლიკაში" დაჭრილი პოლიციელი დავით ქვარაია მოინახულა.

როგორც სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დაჭრის ფაქტი მხოლოდ თენგიზ გუნავას მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გაახმაურა.
"გაიგეს, რომ დღეს აქ ჩამოვდიოდი, დილით 05.00 საათზე გადმოვიდნენ თბილისიდან, რომ ჩემზე წინ მოსულიყვნენ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილი დღესვე მედპერსონალისთვის ორი თვის გაუცემელი ხელფასების საკითხსაც გამოეხმაურა და მოუწოდა ხელისუფლებას, აღნიშნულ საკითხს "მიხედონ და შეეშვან კაბინეტებში ჯდომას".
საავადმყოფოს დატოვების შემდეგ პრეზიდენტი სოფელ ნარაზენში გაემგზავარა, სადაც მოსახლეობას შეხვდება. თუმცა, როგორც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, შეხვედრა დახურული იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100