"თუ ახლა არ გამოვცხადდები მოვარდებიან აქ, გამსკვანჩავენ" - ლევან ვასაძე
თუ ახლა არ გამოვცხადდები მოვარდებიან აქ, გამსკვანჩავენ - ეს განცხადება, ბიზნესმენმა ლევან ვასაძე გააკეთა. ვასაძე ვერის ბაღში მივიდა და მხარდამჭერებს შეხვდა. მან შეკრებილებთან, საგამოძიებო უწყებაში მის დაბარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლებას სურს ის რუსეთის აგენტად გამოაცხადოს. ბიზნესმენის ამბობს, რომ პოლიციაში დაკითხვაზე თავისი ფეხით მივა და მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.
„მაინც და მაინც ახლა დამიბარეს პოლიციაში. ესე იგი, აქედან ახლა რა სცენარი ვითარდება ჩემი აზრით. გამომიგზავნეს სიგნალი, რომ მე თუ ახლა არ გამოვცხადდები მოვარდებიან აქ, გამსკვანჩავენ და წამიყვანენ როგორც რუსეთის აგენტი. ამათი გეგმა არის ახლა რაც შეიძლება მეტი ლიბერალი შეყარონ რუსეთის საწინააღმდეგოდ“- განაცხადა ვასაძემ.
კომენტარი