ეს, იმ ქუთაისელი ექიმის ფოტოებია, რომელიც აშშ-ში მოკლული იპოვეს
აშშ-ში ლუისვილის პოლიციამ ერთ-ერთ ბინაში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვა, მათ შორის ერთი ქუთაისელი დავით კანდელაკია. (ფოტო-ვიდეო მასალა მომხდარის ადგილიდან)
როგორც ამერიკული მედია იუწყება, დავით კანდელაკის ოჯახის წევრებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ ის გაუჩინარდა.
დავით კანდელაკი მაიამიში თავის მეუღლეს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეუღლემ პოლიციას მიმართა.
პოლიციამ ორი მოკლული ხუთშაბათს აღმოაჩინა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
დავით კანდელაკი პროფესიით ექიმია, ის ამერიკის მოქალაქეა და მას ცოლი და პატარა ტყუპები დარჩა.
კომენტარი