სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სენსაცია – ხანძთის მონასტერი აღმოჩენილია!

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალური ქსელით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აღმოჩენილია ხანძთის მონასტერი. ჟურნალისტი წერს: „დიახ, არც მეტი არცნაკლები -ხანძთის მონასტერი, გრიგოლ ხანძთელის აშენებული…

ესაა კლდეში გამოკვეთილი კომპლექსი, რომელიც სულ რაღაც 200 მეტრიდან უკვე შეუმჩნეველია… მონასტერი კლდეშია “ამოსული”…

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ქართული ფილოლოგიისა და ტექნიკური დეპარტამენტის ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, დოქტორი თემურ ჯაგოდნიშვილი აღმოაჩინა და საქართველოში ჩამოიტანა დამამტკიცებელი დოკუმენტები (ფოტო და ვიდეო კადრები), რომელიც ადასტურებს, რომ დღემდე ხანძთის მონასტრად ცნობილი მონასტერი, სინამდვ ილეში ხანძთა არაა… ხანძთის მონასტერი სულ რამდენიმე დღის წინაღმოაჩინეს… აღწერილობა სრულიად ემთხვევა გრიგოლ ხანძთელის და ნიკო მარის, ასე ვთქვათ, მონაცემებს… იმედი მაქვს ქართველობას ეს ინფორმაცია უფრო დააინტერესებს, ვიდრე საკადრო კარუსელი“, წერს მეფარიშვილ ფეისბუკის გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100