სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანო მერაბიშვილი: პუტინის დღეები დათვლილია

ვანო მერაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე საინტერესო განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

„გამოიყენებს თუ არა საქართველო უკრაინის მიერ გაღებულ ფანჯარას?

პუტინის დღეები დათვლილია. რუსეთს წინ უდგას მტკივნეული გარდაქმნები. რეჟიმი უსისხლოდ არ დათმობს ხელისუფლებას. რუსული პოლიტიკური ელიტა არ არის ისეთი ძლიერი, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, ანუ ამ მდგომარეობიდან დანაკარგების გარეშე გამოსვლა შეძლოს. წინ გველოდება ძალიან საინტერესო მოვლენები. რაც ყველაზე მთავარია, გვეძლევა ბრწყინვალე შანსი - გადავარჩინოთ საქართველო.

მსგავსი მოვლენა 1917, 1991 და 1993 წლებშიც მოხდა. თუმცა, საქართველოს სათავეში იმ წლებში შემთხვევითი ან სუსტი მთავრობები იყვნენ. შედეგმაც არ დააყოვნა. ბედის ირონიაა, რომ დღესაც ასეთი მთავრობა გვყავს. მთავრობა, რომელიც რუსეთთან მორიგების ლოზუნგითა და რაც მთავარია განწყობით მოვიდა.

დღევანდელი მთავრობის რეაქციები ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მიმდინარე მოვლენები მათთვის მოულოდნელობაა. რაც მთავარია, არც ახალ რეალობაზე გადაწყობის ან მასზე რეაგირებისთვის არიან მზად.

საქართველოს ისტორია კვლავაც მეორდება.

ის ფაქტი, რომ ჩვენ ქართველები ამ შანსს ხელიდან ვუშვებთ, დიდწილად პირადად ჩემი დანაშაულია.

საქართველო უკეთესს იმსახურებდა.“ - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100