მსუბუქი ავტომობილი ხალხის ჯგუფში შეიჭრა - დაშავდა 9 ადამიანი მათ შორის 2 ბავშვია
კანადაში მსუბუქი ავტომობილი ხალხის ჯგუფში შეიჭრა.ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ინციდენტი მონრეალის ცენტრში მოხდა. დაშავდა 9 ადამიანი. მათ შორის 2 ბავშვია. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ 38 წლის მძღოლი უკვე დააკავა. ჯერჯერობით უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ის ფხიზელ მდგომარეობაში.
კომენტარი