სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედოფალმა ელიზაბეთ II-მ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ოპერაციაზე უარი თქვა

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია დედოფალ ელიზაბეთ II-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. იგი სამეფო წვეულებას არ დასწრებია, რაც ყველასთვის უცნაური აღმოჩნდა. მალე ისიც გაირკვა, რომ ელიზაბეთ II თავს იმდენად შეუძლოდ გრძნობს, რომ შესაძლოა ყველაფერი იმაზე გაცილებით რთულად იყოს, ვიდრე ეს საზოგადოებას წარმოუდგენია. მინისტრთა კაბინეტმა საიდუმლოდ გაიარა კიდეც დედოფლის დაკრძალვის რეპეტიცია, რამაც გაამყარა ეჭვი, რომ ინგლისის მონარქი მძიმედაა.


ახლა კი მედიასა და პრესაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დედოფალმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ოპერაციაზე უარი თქვა. გამოცემა Radar Online ბუკინგემის სასახლის სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ელიზაბეთმა ეს გადაწყვეტილება ერთადერთი მიზეზით მიიღო - ოპერაციის შემდეგ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი უნდა გაევლო, რაც მისთვის დაუშვებელი იყო, რადგან არ სურდა საზოგადეობისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განხილვის საგნად ქცეულიყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100