სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიმ კარდაშიანისა და Fendi-ს ერთობლივი ბრენდის გაყიდვებმა პირველივე წუთში მილიონ დოლარს გადააჭარბა

ამერიკელი ტელევარსკვლავის, კიმ კარდაშიანისა და მოდის სახლ Fendi-ს ერთობლივი ბრენდის Fendi x Skims-ის გაყიდვებმა პირველივე წუთში მილიონ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს. გამოცემის ცნობით, Fendi x Skims-ის კოლექციის ონლაინგაყიდვა 9 ნოემბერს დაიწყო. კოლექციაში წარმოდგენილია ტანსაცმელი, საცურაო კოსტიუმები, ქალის თეთრეული და სხვა, ფასი კი 100-დან 4200 დოლარამდე მერყეობს. კიმ კარდაშიანმა და Fendi-მ ერთობლივი კოლექცია ოქტომბერში დააანონსეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100