სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ლელოს” ლიდერებმა შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

“აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სიცოცხლეც და სიკვდილიც არის მაგალითი და ამ მაგალითმა უნდა გაგვაერთიანოს მთელი საქართველო”- ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ შინდისში, გმირთა მემორიალზე განაცხადა.

"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის სხვა ლიდერები შინდისში, გმირთა მემორიალზე იმყოფებოდნენ, სადაც პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.

“მამუკა ხაზარაძის თქმით, ქვეყანას აგვისტოს ომის გმირები ჰყავს და მათი გმირობა ყველასთვის მაგალითია. 2020 ქვეყნისთვის გადამწყვეტი წელია, რომ გაიმარჯვოს ევრო ძალებმა და ქვეყანა დაადგეს ევროინტეგრაციის გზას,”- აღნიშნა ხაზარაძემ.

შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალთან იმყოფებოდა “ლელოს” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, რომელმაც მათი გმირობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ოდითგანვე მსგავსი ადამიანების თავგანწირვაზე იდგა.

“დღეს ვართ იმ გმირების მემორიალთან , რომლებმაც თავიანთი თავგანწირვით ყველა ჩვენგანს მოგვცეს მაგალითი, თუ როგორ უნდა იბრძოდე შენი ქვეყნისთვის. ასეთი გმირების თავგანწირვაზე დგას ჩვენი ქვეყანა და იდგება მუდამ,”-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100