სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილისათვის მზადება კანცელარიაში

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის კანცელარიაში ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილის აღნიშვნის საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილე აღინიშნოს 2014 წლის 21–23 ოქტომბერს. 21 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება ებრაელთა ისტორიის ეროვნული მუზეუმი. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება, გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია.

საიუბილეო ღონისძიების მომზადების სამუშაოებში ჩართულია საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100