სამხრეთ აფრიკაში Axe Excite-ს ახალი რეკლამა ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფლად მიიჩნიეს (ვიდეო)
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სარეკლამო სტანდარტების კომიტეტმა (ASASA) მასთან შესული ერთადერთი საჩივრის განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ Axe Excite ახალი რეკლამა აკრძალოს: ვიდეორგოლი, სადაც ახალი დეზოდორანტის სურნელის ჩასუნთქვის შემდეგ ანგელოზები ქუჩებში ეცემიან, ქრისტიანული რელიგიისთვის შეუფერებლად და ქრისტიანთა შეურაცხმყოფელ კლიპად მიიჩნიეს.
რეკლამაში „ანგელოზები“ ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე პოულობენ ბიჭს, რომელიც Axe Excite-ს მოიხმარს და მისი სურნელით გაბრუებულები, სულ „დასტა-დასტად“ ცვივიან ქუჩებში. სარეკლამო რგოლი მთავრდება სიტყვების კომბინაციით, რომელიც შეიძლება გაიგოთ როგორც „ანგელოზებიც კი დაეცემიან“ და როგორც „ანგელოზებიც კი შეიყვარებენ“.
კომიტეტში საჩივარი ერტადერთმა მოქალაქემ გაგზავნა და განაცხადა, რომ რეკლამამ მისი რელიგიური გრძნობა შეურაცხჰყო, რაც საკმარისი აღმოჩნდა რეკლამის აკრძალვისთვის. მოგვიანებით Axe Excite-ს მწარმოებელმა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ ამაოდ...
კომენტარი