სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოთარ კახიძე პარლამენტიდან თავის არეში მიყენებული დაზიანებით გაიყვანეს

ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე პარლამენტის შენობიდან თავის არეში მიყენებული დაზიანებით გაიყვანეს. კახიძე შენობიდან მისივე თანაგუნდელმა, გიორგი ტუღუშმა გააცილა.

როგორც საზოგადოებრივისთვის გახდა ცნობილი, დეპუტატმა თავის არეში დაზიანება „ევროპული საქართველოს“ წევრ გიორგი კანდელაკსა და უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირების დროს მიიღო.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება დეპუტატების ოთხაში მოხდა, სადაც, წყაროს ცნობით, გიორგი კანდელაკმა ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა, რომელიც შემთხვევით ოთარ კახიძეს მოხვდა.

ამ დროისთვის მედიის წარმომადგენლებს ოთახში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ, ვინაიდან დერეფნის კარი ჩაკეტილია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100