სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის დუმაში „ედინოროსების“ სიით გასულ ეროტიკულ სერიალთა მსახიობების დუმებსაც იხილავენ

პოპულარულ ახალგაზრდულ, ეროტიკული განხრის სერიალ „უნივერში“ ალაჩკას როლის შემსრულებელი მარია კოჟევნიკოვა, რომელიც წელს რუსეთის ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარეს, სახელმწიფო დუმაში „ედინოროსების“ სიით მოხვდა.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოჟევნიკოვამ „უნივერი“ დატოვა და ეს მაშინვე დაუკავშირდა „ედინაია როსიას“ სიაში მის შეყვანას.

ახლადგამომცხვარ დეპუტატს თავის მიკრობლოგზე გადეპუტატება უკვე მიულოცა პოპულარულმა ქსენია სობჩაკმა. მილოცვაში სობჩაკმა საკმაოდ დიდი დოზით ჩადო ირონია, კოჟევნიკოვას ახალ სარბიელზე წარმატებები უსურვა და შეახსენა, რომ ახლა „მსახიობს გადაღებების დავიწყება და საკუთარი თავის მიძღვნა მთლიანად დუმის წევრებისთვის მოუწევს“. ეს მილოცვა რუსულად უფრო ირონიულად და გადაკრულად ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქსენია სობჩაკმა „..полностью посвятить себя работе с членами Госдумы" დაწერა.

სობჩაკი მხოლოდ ამას არ დასჯერდა: „ძვირფასო მარია! გამარჯობა, მე ქსენია სობჩაკი ვარ. გილოცავთ გამარჯვებას და სურვილი მაქვს მომავალი საქმიანობის შესახებ თქვენთან ინტერვიუ ჩავწერო. მხდალები ჰოკეის არ თამაშობენ... თქვენ ხომ მხდალი არ ხართ, მაშა? როდის ვისაუბროთ?“.

როგორც რუსული მედია აღნიშნავს, დუმის დეპუატატად ქცეულ მსახიობს სობჩაკისთვის არ უპასუხია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100