სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გერმანიის წლის ყველაზე დებილი კრიმინალები ქართველები გახდნენ

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ქართველი იუველირი, ალექსანდრე საგინაშვილი დააყაჩაღეს. გერმანული პრესის ცნობით, ყაჩაღები ქართველები იყვნენ.

მათ ოქრომჭედელი დააბეს და აწამეს, შემდეგ კი დანით დაჭრეს. თუმცა, მიუხედავად ასეთი სისასტიკისა, ოქრომჭედელი საგინაშვილი სეიფის გახსნაზე უარს აცხადებდა. მისი ყვირილი მეზობელმა გაიგონა და პოლიციაში დარეკა.

როდესაც ყაჩაღები შენობიდან გამოვიდნენ, პოლიციას უკვე ალყა ჰქონდა შემორტყმული საგინაშვილის სახლისთვის. შესაბამისად, ისინი მალევე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღები გერმანიის სხვა ქალაქიდან ჩამოვიდნენ, „ნაკოლის“ მიღების შემდეგ.

გერმანულმა პრესამ მათ წლის ყველაზე „დებილი“ კრიმინალები შეარქვა. შემთხვევა ვილი ბრანტ შტრასეს 21 -ში მოხვდა.

წყარო: პრესა.ჯი

ვიდეო: http://www.ndr.de/regional/hamburg/juwelier121.html

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100