გივი თარგამაძე ვლადიმერ პუტინს მიმართავს
ლიტვაში მყოფი დეპუტატი ვლადიმერ პუტინს ახსენებს, რომ ის არა რომელიმე პოლიტიკოსმა, არამედ ევროპულმა სამართალმა დაიცვა.
მისივე თქმით რუსეთის პირველმა პირმა კარგად უნდა გაათვითცნობიეროს, რომ ცივილიზებულ სამყაროში მისთვის არასასურველი პერსონის არაკანონიერი გზით დევნა შეუძლებელია.
ექსკლუზიური ინტერვიუ გივი თარგამაძემ "პირველ რადიოს" მისცა:
"მივმართავდი პუტინს, გახსოვთ ალბათ, რომ თავის პრესკონფერენციაზე მთელი მსოფლიოსთვის გასცა დირექტივა, რომ ჩემი დაცვა არ არის მიზანშეწონილი. მე არ დამიცვა რომელიმე ჩინოვნიკმა ან რომელიმე პოლიტიკოსმა, მე დამიცვა ევროპულმა სამართალმა. მან უნდა გაიგოს, რომ ცივილიზებულ სამყაროში მისთვის არასასურველი ადამიანების კანონიერი დევნის გზა არის დაკეტილი, მას ამიტომ რჩება ერთადერთი ნაცადი მეთოდი, რომ ადამიანს ან ატომური ბომბი შეაჭამოს ან ქილერი გაუგზავნოს, რაც საბოლოო ჯამში საფრთხეს უქმნის ყველა ნორმალურ ადამიანს. ამიტომ, ის უნდა იყოს იმ სივრცეში რასაც ჯერ კიდევ აკონტროლებს", - აღნიშნა თარგამაძემ.
კომენტარი