სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას იუწყებიან - ნახეთ, როგორია პროგნოზი
გარემოს ეროვნულის სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან 28 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი.
მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარი