სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინგლისის ნაკრების დიდი დანაკლისი: რუნი (ვიდეო)

უეინ რუნი ინგლისის ნაკრების მომდევნო სამ ოფიციალურ შეხვედრაში ვერ ითამაშებს დისკვალიფიკაციის გამო, რომელიც უეფას დისციპლინარულმა კომისიამ გამოუწერა პოდგორიცაში, ჩერნოგორიის (მონტენეგროს) წინააღმდეგ თამაშის დროს მიღებული წითელი ბარათის გამო. ამ კადრებში კარგად ჩანს, რომ მატჩის მიმდინარეობის დროს რუნიმ ბურთის დაკარგვის შემდეგ მისი დაბრუნება ზურგიდან სცადა და ძალიან უხეშად ითამაშა, რისთვისაც მოედანი დაატოვებინეს.

ამასთან, უეფამ მხედველობაში არ მიიღო ინგლისის ნაკრების ერთ–ერთი საუკეთესო თავდამსხმელის თხოვნა, ერთი მატჩით დისკვალიფიკაციას დაჯერებოდნენ და მკაცრად არ დაესაჯათ. განცხადებაში რუნიმ მიუთითა, რომ ძალიან გაღიზიანებული იყო მამისა და ბიძის დაკავების გამო, რომლებიც საფეხბურთო მატჩებზე დადებულ ფსონებთან მიმართებაში მაქინაციაში არიან ეჭვმიტანილნი.

რუნის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ნიშნავს, რომ ინგლისის ნაკრებმა დიდი დანაკლისი განიცადა და რომ ფეხბურთელს მოუწევს „ევრო–2012“–ის ჯგუფური ტურნირის ყველა თამაშის გამოტოვება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100