სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზესტაფონში ჯვარზე მიშარდვისთვის ირანის მოქალაქე სცემეს

ინცინდენტი მოხდა ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე, სწრაფი კვების ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე. ინცინდენტის შესახებ სოციალურ ქსელში რატი შავგულიძე წერს.

"ეს რა ხდება, რა უბედურებაა, საშინელებაა, რაც დღეს ზესტაფონში ხდება, და იქნებ ხმა მაინც ამოვიღოთ განსაკუთრებით ზესტაფონლებმა!

უდანაშაულო ბიჭი, რომელმაც ჩვენი სიწმინდის წაბილწვისთვის პასუხი მოთხოვა ირანელს, ეხლა ციხეში ზის. ეს ოთხი დღის წინ მოხდა. სწრაფი კვების ობიექტთან გააჩერეს ავტობუსი, ირანელებია ჩვენ როგორც ვიცით, ერთმა მივიდა და ჯვარი წაბილწა (მიაშარდა), ამას გამოეხმაურენ ახალგაზრდები. სამი არასრულწლოვნები იყვნენ გამოუშვეს. ერთი ბესო გელაშვილი დაიჭირეს. უსინდისოდ 5 ლარის გამოძალვა წაუყენეს ბრალად, ხომ ხვდებით რაც ხდება...

ბესო გელაშვილის ადგილზე ყველა ღირსეული ადამიანი ისე მოიქცეოდა, როგორც ის მოიქცა. ვიღაც უცხოელმა შეურაცხყოფა მიაყენა ჯვარს, ამ კაცმა პასუხი მოთხოვა და დაიჭირეს...ბესოს დახმარება მგონი ყველა ჩვენთაგანის ვალია...

განსაკუთრებით მივმართავ ზესტაფონის ეპარქიაში მსახურ სასულიერი პირებს, ჩაერთონ ამ სამეში და რეაგირება მოახდინოს ამ უსამართლო ფაქტზე, შესაძლებელია თავდებით განთავისუფლება!," - წერს რატი შავგულიძე.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-მ მომხდარი გადაამოწმა. როგორც სააგენტომ გაარკვია, ბესო გელაშვილი ამ დროისთვის თავისუფალია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100