სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიტვა ავსტრიის ხელისუფლებას სუკ-ის პოლკოვნიკის გათავისუფლებისთვის აკრიტიკებს

ლიტვა აღშფოთებულია ავსტრიის გადაწყვეტილების გამო, პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა რუსეთის მოქალაქე, კაგებეს პოლკოვნიკი მიხაილ გოლოვატოვი, რომელიც ევროპული ორდერის საფუძველზე იყო დაკავებული. როგორც რადიო თავისუფლების ვილნიუსელი კორესპონდენტი იუწყება, ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ავსტრიის გადაწყვეტილებას უწოდა „პოლიტიკურად გაუმართლებელი მოქმედება, რომელიც ძირს უთხრის ევროპის ქვეყნების სამართლებრივ თანამშრომლობას“. დღესვე ლიტვამ, პროტესტის ნიშნად, ვენიდან გაიხმო თავისი ელჩი, ხოლო ვილნიუსში ავსტრიის ელჩს გადაეცა ნოტა მოთხოვნით, ლიტვას განემარტოს, რატომ გაათავისუფლეს კაგებეს პოლკოვნიკი. 1991 წელს მიხაილ გოლოვატოვი სათავეში ედგა საგანგებო შენაერთ „ალფას“, რომელმაც იერიში მიიტანა ვილნიუსის სატელევიზიო ანძაზე და რომელიც ეჭვმიტანილია სხვადასხვა სახის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100