ლევან გოგიჩაიშვილი სკოლის პედაგოგებს შეხვდა
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მე-6 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან გოგიჩაიშვილი 21 ოქტომბერს 162 სკოლის პედაგოგებს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა თითოეულ პედაგოგს, პირველ რიგში დიდი მადლობა გადაუხადა არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მეორე ტურშიც მის გვერდით იქნებიან. "მე ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას და ეს მე სტიმულს მაძლევს, რომ გავაგრძელო ბრძოლა. თქვენ მაძლევთ მე მანდატს და მზად ვარ ეს მანდატი გამოვიყენო თქვენთვის და ჩემი ქალაქისთვის სასიკეთო საქმეების კეთებისთვის ", - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა შეხვედრის დროს. (რეკლამა)
კომენტარი